პაკისტანში სამხედრო პუნქტზე თავდასხმის შედეგად, 5 სამხედრო დაიღუპა

პაკისტანში სამხედრო პუნქტზე თავდასხმის შედეგად, 5 სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„ტერორისტები ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანით სამხედრო პუნქტს შეეჯახნენ, შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს, რამაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც 5 სამხედრო დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ვაზირისტანში მდებარე სამხედრო პუნქტზე თავდასხმა ექვსმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.

პაკისტანის არმიას ავღანეთის საზღვართან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება არ დაუსახელებია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა