ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები 19 აპრილს დაიწყება

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები 19 აპრილს დაიწყება, - ამის შესახებ განცხადებას ინდოეთის საარჩევნო ორგანო ავრცელებს.

„ხმის მიცემის პირველი ეტაპისთვის, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩატარდება, კენჭისყრის თარიღი 19 აპრილი იქნება“, - განაცხადა მთავარმა საარჩევნო კომისარმა, რაჯივ კუმარმა.

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემა დაახლოებით 970 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია, ექვსი კვირის განმავლობაში გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ინდოეთის სახალხო პარტია ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ ალიანსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მოდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას რიგით მესამე ვადით დაიკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია