ისრაელში მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძველების გათავისუფლებისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობას მძევლების გასათავისუფლებლად სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს.

„ჩვენს პრემიერ-მინისტრს დაავიწყდა, რომ ის ასევე არის 134 მძევლის პრემიერ-მინისტრი“, - ციტირებს სააგენტო dpa მძევლების ერთ-ერთი ნათესავის სიტყვებს.

dpa-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. დიდ ეკრანზე აჩვენეს ნაწყვეტი ამერიკელი სენატორის, ჩაკ შუმერის გამოსვლიდან, რომელმაც განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვადამდელი არჩევნები ისრაელის ინტერესებშია. ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა იერუსალიმში, პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის რეზიდენციის წინაც.

მედიის ცნობით, დემონსტრანტების ნაწილმა გზები გადაკეტა, თუმცა პოლიციამ ისინი აიძულა, ქუჩები დაეტოვებინათ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია