გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11 ერთეული ცირკული და ერთი ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამი ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს.

„2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებით კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარებას. წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან კონტროლს ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ტყეზე ზეწოლა და ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება დაცული და შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია