გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი - მინდა, დავეხმარო გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაში - რას ველოდებით მეგობრებო?

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უკრაინის დახმარებაში, მაგრამ კარგი იქნება, რომ ბერლინმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა გადაწყვიტოს.

„მინდა, დავეხმარო გერმანიას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტური აზრი აქვს მათ მარაგში ქონას ომის დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს კონტინენტურ ევროპაში დიქტატორის წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო დემოკრატიული ქვეყანა. რას ველოდებით მეგობრებო?“, - აღნიშნა შაპსმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ დელეგაციას განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისგან Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე კატეგორიული უარი მიიღო.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის გადაცემაზე უარის თქმის არაერთი მიზეზი დაასახელა, მათ შორის კონფლიქტის ესკალაციისა და რუსეთთან ომში ჩათრევის შიში და უკრაინის მიერ რაკეტებით მოსკოვის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლებლობა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე