ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თანახმა იყო, ალექსეი ნავალნი დასავლეთში პატიმრობაში მყოფ პირებში გაეცვალათ

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის და სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თანახმა იყო ალექსეი ნავალნი დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში გაეცვალა.

„გეტყვით, ეს ძალიან მოულოდნელი იქნება: ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, და არა ადმინისტრაციის წევრებმა, მითხრა, რომ იყო იდეა, ბატონი ნავალნი გაცვლილიყო ზოგიერთ ადამიანზე, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან. შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ არა, იმ ადამიანს, ვინც მესაუბრებოდა, წინადადება ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, ვუთხარი: „თანახმა ვარ! მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მზად იყო წამოეყენებია მხოლოდ ერთი პირობა: „ჩვენ გავცვლით მას და არ უნდა დაბრუნდეს. მაგრამ ეს [სიკვდილი] ხდება, ვერაფერს გახდები, ასეთია ცხოვრება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა