ჯო ბაიდენი - პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის - მეორე მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის - მეორე მე ვარ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მისი კონკურენტის, ამჟამინდელი პრეზიდენტის ნაცვლად მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა ახსენა.

„ნუ ეტყვით მას. ის ფიქრობს, რომ ბარაკ ობამას წინააღმდეგ იყრის კენჭს, ეს არის ის, რაც მან თქვა, ”- აღნიშნა ბაიდენმა.

დონალდ ტრამპმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ უფრო დააბნია ამომრჩეველი, როცა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში ბარაქ ობამა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ობამას პრეზიდენტობის დროს, 2009-2017 წლებში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და ისინი არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები არასდროს ყოფილან.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი არჩევნებში არ გაიმარჯვებს, ქვეყანას „სისხლის აბაზანა“ ემუქრება.

„ახლა, თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბაზანა იქნება. ქვეყნისთვის სისხლის აბაზანა“, - განაცხადა ტრამპმა მაგრამ არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.

მოგვიანებით, მან დაამატა: „არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ იქნება არჩევნები, თუ ჩვენ არ მოვიგებთ ამ არჩევნებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ამ განცხადებას ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერი, ჯეიმს სინგერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს 6 იანვრის განმეორება სურს.

„მას კიდევ ერთი 6 იანვარი უნდა, მაგრამ ამერიკელი ხალხი კიდევ ერთხელ დაამარცხებს მას ნოემბერს არჩევნებში, რადგან ისინი უარყოფენ მის ექსტრემიზმს, ძალადობისადმი სიყვარულს და შურისძიების წყურვილს“, - აღნიშნა სინგერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ