ბათუმში, კერძო სკოლა „პროგრესში“ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა

ბათუმში, კერძო სკოლა „პროგრესში“ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, - ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სკოლის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, სკოლის მეილზე შეტყობინება შევიდა, სადაც ეწერა, რომ დღის ორ საათზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურდებოდა.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით, სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა და შესაბამისი სამსახურები ადგილზე მივიდნენ.

„შემოვიდა შეტყობინება სკოლის ოფიციალურ მეილზე, გვატყობინებდა, რომ სკოლაში ბომბი იყო განთავსებული და ორი საათისთვის გააქტიურდებოდა. უსაფრთხოების მიზნით, სკოლიდან ბავშვების გაყვანა დროულად მოხდა. გამოვიძახეთ, შესაბამის სამსახურები. ძებნის შედეგად აღმოჩნდა ცრუ განგაში. ამ ეტაპზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები. იმედი გვაქვს, ხვალ, ჩვეულებრივად განვაახლებთ სასწავლო პროცესს“,- გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს