ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება ქუთაისის კერძო სკოლა „პროგრესშიც“ შევიდა

ქუთაისში სკოლა „პროგრესში“ ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ქართულ-ამერიკული სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ შესული შეტყობინება გახდა. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი შეწყდა, 800 მოსწავლე და პედაგოგები სკოლიდან გაიყვანეს.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პერიმეტრი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.

სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და სკოლაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია