დასავლელი ლიდერები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე - ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი - ეს იყო ფარსი და პაროდია

დასავლელი ლიდერები რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონო არჩევნებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის თქმით, ამომრჩევლებს არჩევანის თავისუფლა გაკეთების საშუალება არ ჰქონდა და არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ასე არ გამოიყურება“, - აღნიშნა კამერონმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო „არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ კი არჩევნებს "ფარსი და პაროდია" უწოდა.

„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, როგორ თრგუნავს ეს რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ოპოზიციას“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99.7%-ის დათვლის შემდეგ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინი ხმების 87.31%-ით ლიდერობს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა