ილია დარჩიაშვილი - ნატოს-სთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორი რეგიონში - სტოლტენბერგის ვიზიტი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში

ნატოს-სთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორი ჩვენ რეგიონში - როგორც ალიანსი, ისე, ბატონი სტოლტენბერგიც ყოველთვის გამოირჩევა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლამდე განუცხადა.

მისი თქმით, სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია და ნატო-სთან თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება.

„დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, საქართველოში ჩამობრძანდება ნატო-ს გენერალური მდივანი. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი მეოთხე ვიზიტია საქართველოში. როგორც ვიცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისი პირველი ვიზიტით გაემგზავრა ბრიუსელში, მას ერთის, მხრივ ჰქონდა ევროინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების საბჭოში მონაწილეობის შესაძლებლობა, ხოლო მეორე, შეხვედრა მან გამართა ნატო-ს შტაბბინაში გენერალურ მდივანთან, ასევე, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისია და სწორედ უკვე დღეს, გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან კარგ და მნიშვნელოვან, უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას. ნატოს-სთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორი ჩვენ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენ ნატო-ელ პარტნიორებთან ინდივიდუალურად, ორმხრივ ფორმატებში და ალიანსთან, რა თქმა უნდა, ასევე ორმხრივ ფორმატში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში. ეს დინამიკა გაგრძელდება. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ალიანსის, იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და გვექნება ძალიან მჭიდრო და ცალსახა მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც ალიანსი, ისე, ბატონი სტოლტენბერგიც ყოველთვის გამოირჩევა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაცია საქართველოში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას და თანამშრომლობას ალიანსთან”, - განაცხადა ილია დარჩიშვილმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ბოლოს 2019 იმყოფებოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის