მამუკა მდინარაძე აშშ-ზე - თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები

ჩვენ თამამად, თანასწორად ველაპარაკებით ჩვენ მეგობრებს და ვეუბნებით, რომ ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს, ეს არის ორმხრივი და რაც არ უნდა დიდი იყო, რაც არ უნდა დომინანტი იყო, რაც არ უნდა ძლიერი იყო ეკონომიკურად, მეგობრობის ფარგლებში, ჩვენ უნდა ვთხოვოთ მათ და თუნდაც მოვითხოვოთ, რომ სწორი რელევანტური, მეგობრული და ნამდვილად პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩვენთან და ჩვენს მოქალაქეებთან. ვხედავთ, რომ სხვას უფრო უიოლდება ეს და ჩვენ რადგან ამ მეგობრობის რეჟიმში ვართ და მაინც მეგობრებად ვრჩებით ამიტომ არ უნდა დავიჩაგროთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს ორმხრივ მეგობრობას და „თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები“.

„ჩინეთმა ეს ძალიან მოკლე დროში მოახერხა და გააკეთა, რაც ძალიან კარგია. ბევრმა მოიშველია არგუმენტი თითქოს ჩინეთს ბევრ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი და ამერიკას - არა. თუ მე არ ვცდები 40-ზე ნაკლებ ქვეყანასთან აქვს გახსნილი სავიზო რეჟიმი ჩინეთს, 40-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გახსნილი აშშ-ს. ამიტომ, არის რაღაცა ზღვარი, როცა ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, პატარა ქვეყანა თუნდაც, ჩვენხელა და ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. ჩვენ ათეულობით მოქალაქე ნატო-ს მისიებში დავკარგეთ, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ასეულობით დაჭრილი ახალგაზრდა გვყავს და არამხოლოდ ამ კონტრიბუციით, ბევრი რამით ვაჩვენებთ და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მიმართ და ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა