დიმიტრი შაშკინი - სტოლტენბერგის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, რომ მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა - თუ სააკაშვილი პატიმრობაში იქნება, არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თუ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, მომავალი არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ერთადერთი ბერკეტი აქვს, შეწყალების სახით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს უპირისპირებს.

ამასთან, მან ისაუბრა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტზე, შაშკინის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მომავალი არჩევნებზეც ისაუბრა.

„საქართველოს უსაფრთხოება და მომავალი ესაა ევროკავშირი და ნატო. ამაზე საზოგადოებაში სრული კონსენსუსია, 90%-ზე მეტი ამას უჭერს მხარს, რაც იმდენად მაღალი მხარდაჭერაა, რომ ივანიშვილის პარტიასაც არ შეუძლია შეცვალოს. ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, რომ მან მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა. 9 ვალდებულებიდან ერთ-ერთი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. ევროკავშირი ამ ვალდებულების შესრულებას ელოდება, თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ ივანიშვილი და მისი პარტია ნერვიულობენ და ახლა ცდილობენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული უზურპაცია მოახდინონ.

თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იქნება, მაშინ ეს არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ვეტოს, რომელიც ახლა დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, „ქართული ოცნება“ გადალახავს. მას აქვს ერთადერთი ბერკეტი - შეწყალება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს უპირისპირებს.

მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ ის „გამარჯვების კოალიციის“ მხრიდან პირადად უხელმძღვანელებს არჩევნებს, რადგან ახლა ქვეყნის მომავალი წყდება. ხალხი საქართველოს ფასების გამო, ღირსეული ხელფასის არარსებობის გამო ტოვებს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო