რომან გოცირიძე - პრეზიდენტი „ჩახსნეს“, ოპოზიციის როლი ნულამდე დაიყვანეს - „ქართული ოცნება“ ევროკავშირს ეუბნება, რომ პრიორიტეტული არ არის ისეთი რეკომენდაციების შესრულება, რაც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის

რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? - პრეზიდენტი „ჩახსნეს“, ოპოზიციის როლი ნულამდე დაიყვანეს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებსა და ცესკოს ფორმირების წესზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, მთავრობა ევროკავშირს ეუბნება, რომ მათთვის პრიორიტეტული არ არის რეკომენდაციების შესრულება, რაც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის.

„გვეუბნებიან, რომ იმაზე უკეთესი ცვლილებები უნდა განახორციელოთ, ვიდრე დღევანდელი ქართული კანონმდებლობაა. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? - დღევანდელი მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდა. სამი დღის შემდეგ ეს ვითარება აღარ იქნება, გაქრება, პარლამენტი ვეტოს, რა თქმა უნდა, დაძლევს.

დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს, პატიოსანი კონკურსის საფუძველზე, პრეზიდენტი არჩევს და პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, რაღაც უფლება გვქონდა ჩვენც, ოპოზიციას - 90 ხმით დაგვემტკიცებინა ცესკო-ს თავმჯდომარე. ასევე, ჩვენ, ოპოზიციას გვყავდა ერთი მოადგილე. ახლა რა ხდება? - პრეზიდენტი ჩახსნეს, ოპოზიციის როლი ნულამდე დაიყვანეს, 76 ხმით ამტკიცებენ ყველაფერს. მოადგილის პოსტიც გააუქმეს. თანაც ისეთ არგუმენტებს ამბობენ, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ამომრჩეველს. ხალხი ცხვრები და უტვინოები ჰგონიათ. ამბობენ: „წარმოგიდგენიათ ცესკო-ს თავმჯდომარე რომ მოკვდეს, რაღაც მოუვიდეს, არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა ჩაატაროს?“. სულელური არგუმენტია, ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰყავს უმრავლესობიდან მოადგილე და არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელმა რატომ უნდა ჩაატაროს? მოადგილეც გაგვიუქმეს, 90 ხმაც ჩამოგვართვეს, პრეზიდენტიც განზე გაწიეს და ამ კანონს უკვე სამ დღეში მსვლელობა მიეცემა.

რას ვეუბნებით ვენეციის კომისიას, რომელიც ევროკავშირის მთავარი იურიდიული მრჩეველია. რას ვეუბნებით ევროკავშირს? - მთავრობა ევროკავშირს ეუბნება, რომ ჩემთვის პრიორიტეტული არ არის ისეთი რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შემიშლის. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მთავარია ძალაუფლების ბერკეტების არ დათმობა, არა ქვეყანაზე ზრუნვა და ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის