ლევან დავითაშვილის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, უპირველესად, ქართველი ხალხის ინტერესშია და ამის შესახებ მოწოდება არ სჭირდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, უპირველესად, ქართველი ხალხის ინტერესშია და “ამის შესახებ [საერთაშორისო პარტნიორების] მოწოდება არ სჭირდებათ”.

კითხვას, დებს თუ არა პირობას, რომ სწორედ ასეთი არჩევნები ჩატარდება, დავითაშვილმა უპასუხა: “რა თქმა უნდა”.

“უპირველესად, ჩვენს ინტერესებშია და მოწოდება არ გვჭირდება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო არჩევნების კუთხით. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. “ქართული ოცნება” სამართლიან არჩევნებს ატარებდა, რომელსაც ჰქონდა საზოგადოების მაღალი ნდობა. ასე ჩატარდება მიმდინარე წელსაც”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია