დავით მათიკაშვილი - როგორ ბედავენ „ნაციონალები“ სოციალურ საკითხებზე საუბარს - 2012 წლამდე ხალხი ქვეყნიდან კი არ გადიოდა, გარბოდა, ტირანულ, სადისტურ რეჟიმს ემალებოდა

საერთოდ, როგორ ბედავენ „ნაციონალები“ სოციალურ საკითხებზე საუბარს - 2012 წლამდე ხალხი ქვეყნიდან კი არ გადიოდა, გარბოდა, ტირანულ, სადისტურ რეჟიმს ემალებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ბოკუჩავას განცხადება პროვოკაციულია და არანაირ რეალურ მონაცემებს არ ეფუძნება.

"გასული ადამიანების რაოდენობაც ტყუილია. როდესაც ამ კონტექსტს კითხულობ და ქვეყანაში შემოსულ ადამიანებს არ ითვლი, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით, პროვოკაციული განცხადება და არანაირ რეალურ მონაცემებს, რა თქმა უნდა, არ ეფუძნება. საერთოდ, როგორ ბედავენ "ნაციონალები" სოციალურ საკითხებზე, ქვეყნის დატოვებაზე და ისაუბრონ. კარგად ჩანს, რომ ესეც გახლავთ როზნერის PR კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - ტყუილები ფასებზე, ტყუილები ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობაზე... 2012 წლამდე ხალხი კი არ გადიოდა, გარბოდა ქვეყნიდან, ტირანულ, სადისტურ რეჟიმს ემალებოდა, ვის სად შეეძლო და ამ ფონზე ბოკუჩავას განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არის არასწორი, არასრული და მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების მოტყუებას," - განაცხადა მათიკაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია