მიხეილ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სარჯველაძემ, მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია, მკურნალობის პროცესში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე.

მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია