ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად ელექტროავტობუსებზე ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ( GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus).

„ტენდერი ცხადდება პროექტის "ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში.

გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად (MEPA), წამოიწყო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის დაბალემისიიან განვითარებას - ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია