დონალდ ტრამპი - აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაიცავს, თუ ისინი თავის წილს გადაიხდიან

აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაიცავს, თუ ისინი თავის წილს გადაიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ნატო აშშ-ს სამართლიანად უნდა მოექცეს, რადგან რომ არა აშშ, ნატო ფაქტობრივად არც კი არსებობს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ნატო-ს წევრები თავის წილს გადაიხდიან, მაშინ აშშ მათ გვერდით იქნება.

„დიახ, 100 პროცენტით, თუ ისინი საკუთარი გადასახადების სწორად გადახდას დაიწყებენ. მაგრამ აშშ-მა თავისი წილი უნდა გადაიხადოს არა ყველას წილი. ჩვენ თქვენს დაცვას არ ვაპირებთ. თუ თქვენს წილს არ გადაიხდით, ჩვენ არ დაგიცავთ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მას არ აინტერესებს, გამოიყენებენ თუ არა ოპონენტები მის სიტყვებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

„არ მაინტერესებს გამოიყენებენ თუ არა. რასაც მე ვამბობ მოლაპარაკების ფორმაა. რატომ უნდა დავიცვათ ეს ქვეყნები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და აშშ ნატო-ს უმეტეს წილს იხდის?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს