მიხეილ სააკაშვილი - აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან - ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ევრონესტს“ მიმართვას. როგორც სააკაშვილი თავის მიმართვაში წერს, მტკივნეულია იმის ყურება, რომ საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა ჩამორჩება და იმყოფება „ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო“.

მესამე პრეზიდენტი მადლობას უხდის “ევრონესტს“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„ძვირფასო კოლეგებო “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეიდან, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება რადეკ სიკორსკისთან, კარლ ბილდტთან და ანდრიუს კუბილიუსთან მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნაზე, რაც დიდწილად იყო პასუხი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე.

მტკივნეულია იმის ყურება, რომ ჩემი ქვეყანა, საქართველო, ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, ახლა უკან ჩამორჩება და იმყოფება ოლიგარქის მძევლობაში მისი ძალაუფლების დაუოკებელი სურვილის გამო.

დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო, სადაც დირექტივებს იღებენ კრემლიდან, დემოკრატია დანაშაულია, დასავლეთი მტერია, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან, ხოლო თავისუფლება შორეულ ოცნებად იქცა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩემს გათავისუფლებას, რადგან ამის ნებართვა არ მიუღიათ კრემლიდან. ივანიშვილის ხალხი ევროპელებს ეუბნება, რომ ჩემი გათავისუფლება გამოიწვევს ''პოლიტიკურ დესტაბილიზაციას'' საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემი პატიმრობის პოლიტიკურ ხასიათს.

ძვირფასო მეგობრებო, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენგანის ბედი, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და მის მიღმა, ახლა უკრაინაში წყდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ის უდიდესი მისწრაფება, ბრძოლა და მიღწევები, რაც ჩვენმა ერებმა საკუთარი ევროპული ოცნებისთვის გამოიარეს.

ჩვენ ვერ დავუშვებთ ამას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება.

მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და წარმატებულ შეხვედრას გისურვებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის