მამუკა ყურაშვილი - ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს

ამ დროისთვის ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, მათ შორის გაეროშიც უნდა დაისვას ეს საკითხი, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა.

ყურაშვილი გამოეხმაურა ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.

„ამ კადრებით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის ივანიშვილის პარტიის საგარეო კრახი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ ე.წ „დალაგება“ არ გამოუვიდათ რუსეთთან, რადგან 2012 წელს არამარტო 5 მილიონი უნდა დაერიგებინათ სოფლებში, ასევე რუსეთთანაც „მოეგვარებინა“.

მქონდა შესაძლებლობა ეს კადრები 4 თვის წინ მენახა და მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული მასალით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძალიან დიდი სამუშაოები აქვთ უკვე ჩატარებული. რუსეთი, როგორც ჩანს ყირიმთან მიმართებაში ემზადება კეთილი ნაბიჯის გადადგმისათვის, ამისთვის შავ ზღვაში წარმომადგენლობა უკვე შეზღუდული აქვს, იმიტომ რომ "ნოვო რასიისკის" პორტის ტვირთამტანიანობა უკვე შეზღუდულია, ამდენ გემს იქ თავს ვერ მოუყრის, ვერ მოემსახურება. რაც შეეხება წყალქვეშა ნავებს, ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სევასტოპოლში არის განსაკუთრებულად მომზადებული იგივე წყალქვეშა ნავები იმისთვის, რომ ჩაიტვირთოს კალიბრის სისტემის რაკეტები, მაგისთვის შეიძლება იყოს აქ მცდელობა, რომ ანალოგიურად მოამზადონ პორტი და უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ეძლევა, დღევანდელ მოცემულობაში ეს არის ქართული სახელმწიფოს ეკონომიურად დაზიანება.

ამ დროისთვის ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, მათ შორის გაეროშიც უნდა დაისვას ეს საკითხი, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს“, - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება