ანა ბუჩუკური - დავით ნარმანია ბევრად ამბიციური იყო, თბილისს მილიონი ხის დარგვას მაინც ჰპირდებოდა - როგორც ჩანს, კახი კალაძეს დედაქალის მერობა სკვერების გახსნა ჰგონია!

დავით ნარმანია ბევრად ამბიციური იყო - თბილისს მილიონი ხის დარგვას მაინც ჰპირდებოდა. როგორც ჩანს, კახი კალაძეს დედაქალის მერობა სკვერების გახსნა ჰგონია! - ასე აფასებს პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური 15 ახალი მეტროსადგურის გახსნის დაპირებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებებს.

ბუჩუკურის თქმით, თბილისის მეტროს გაფართოების ინიციატივაზე “ხელისუფლების ისტერიული რეაქცია ღიმილისმომგვრელია“.

“მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თბილისის გენერალური გეგმა მეტროს გაფართოებას ითვალისწინებს. ხელისუფლებას არანაირი ამბიცია აღარ შემორჩა - თბილისი ევროპული ქალაქი უნდა გახდეს.

დედაქალაქის მეტროს გაფართოების თაობაზე ჩვენი პარტიის ინიციატივა ხელისუფლების ორ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს - ერთია ის, რომ ეს მეგაპროექტი ლენტის გაჭრას არ ემსახურება და მეორე, ასეთი ტიპის მეგაპროექტებში კორუფციული სქემების შემუშავება არის რთული“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მეტროსდგურების მშენებლობასთან დაკავშირებით “გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის დაპირებას “არასერიოზული“ უწოდა. როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას გულისხმობს, რაც ბევრად ძვირია, ვიდრე საგზაო მშენებლობა.

“როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია“, - განაცხადა ქარსელაძემ.

აღნიშნულ დაპირებას ასევე გამოეხმაურა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი. მისი თქმით, “გიორგი გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა არის აბსურდი და ტყუილი დაპირება“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება