დახვეწილი არქიტექტურა, უსაფრთხო გარემო და საჭირო სერვისები ბუნებასთან ჰარმონიაში - ეს „დევარტ გრინ გარდენსია“, მწვანე პროექტი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს „ფილტვებად“ წოდებულ ხუდადოვის რეკრეაციულ ზონასთან ხორციელდება.
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი 12000 მ2 ტერიტორიაზე შენდება და მოიცავს საცხოვრებელ კორპუსებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ზონებს - საცურაო აუზი და სპორტული დარბაზი; კომერციულ ფართებს - მათ შორის სასურსათო მარკეტს, აფთიაქს, კვების ობიექტებსა და სხვა; საბავშვო, რეკრეაციულ, საგანმანათლებლო სივრცეებს, რაც მობინადრეს სრულ კომფორტს შეუქმნის. „დევარტ გრინ გარდენსი“ წარმოადგენს ეკოსისტემას, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს მშვიდად, დაცულად და კომფორტულად იგრძნობს.
მდებარეობა კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. პროექტი მარჯანიშვილისა და ფიროსმანის ქუჩების უკან არსებულ ფერდობზე, სამურზაყანოს 39 ნომერში ხორციელდება. ერთი მხრივ, მობინადრეს საშუალება ექნება, რამდენიმე წუთში მოხვდეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, მაგალითად, ისეთ ადგილებზე, როგორიცაა: სადგურის მოედანი, ჩიტაიას (საბჭოს) მოედანი, თავისუფლების მოედანი და კახეთის გზატკეცილი და მეორე მხრივ, დატკბეს საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ხუდადოვის ტყითა და სუფთა ჰაერით.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ეკომეგობრულია და ენერგოეფექტური მასალებით ხორციელდება. ამასთან, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიებზე დამატებით დაირგვება ხე-მცენარეები, რომელთა მოვლაზეც კომპანია იზრუნებს.
პროექტის ინვესტიცია ჯამში 27 500 000 ლარია. პირველი ბლოკის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსი სრულად 2025 წლის დეკემბერში ჩაბარდება. ბინების წინასწარი გაყიდვები კი უკვე დაწყებულია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ გადახდის მოქნილი პირობებით.
„დევარტ გრინ გარდენსს“ სამშენებლო კომპანია „დევარტ ჯგუფი“ ხორციელებს. კომპანიას უკვე დასრულებული აქვს რამდენიმე პროექტი როგორც თბილისში, ასევე მის შემოგარენში.
დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით კომპანიას ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ან ნომერზე: 510101122
(R)