ავსტრალია უკრაინის „დრონების კოალიციას“ შეუერთდა

ავსტრალია უკრაინისთვის დახმარების მიზნით შექმნილ „დრონების კოალიციას“ შეუერთდა, - ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ბრიტანელ კოლეგასთან, გრანტ შაპსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ავსტრალია ჩაერთვება დრონების კოალიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობენ გაერთიანებული სამეფო და ლატვია“, - აღნიშნა რიჩარდ მარლსმა.

შეგახსენებთ, 8 მარტს, კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა ასევე პირობა დადო, რომ კანადა შეუერთდება საერთაშორისო დრონების კოალიციას, რომელსაც ლატვია და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა