მამუკა მდინარაძე - ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, არის საქართველოს მტერი

ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, არის საქართველოს მტერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ღალატს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„ვინც კი საქართველოს აბრალებს, რომ ის ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი. პირდაპირ დავარქვათ სახელი. ვინც კი აბრალებს საქართველოს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, თან ეს ტყუილია, ის მტრობს საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს. შესაბამისად, რომან გოცირიძე გამოვა პარლამენტის სხდომაზე, თუ NGO სექტორის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ, ვინც ამას საქართველოს დააბრალებს, რეალობის საწინააღმდეგოდ და მოიტყუება, ყველა მტრობს საქართველოს. ხვალაც და ზეგაც იქნება ასეთი მტრობა, ეს ტელევიზია იქნება, ჟურნალისტი იქნება, პარლამენტარი, პოლიტიკოსი, NGO სექტორის წარმომადგენელი, ის მტრობს საქართველოს. როგორ შეიძლება საკუთარ სამშობლოს აბრალებდე ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო მოქმედებას, როცა ეს რეალობასთან აბსოლუტურად შორსაა. როცა სანქციების ჯგუფი ჩამოდის შენს ქვეყანაში, ძალიან კრიტიკულად განსჯიან ამ ყველაფერს და საქართველოს ერთი შემთხვევაც არ დაჰფიქსირებია, რუსეთს რომ მიხმარებია სანქციების გვერდის არიდებაში და შენი ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ეს ასეა, საქართველო ეხმარება რუსეთს, ის მტრობს საქართველოს. ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ღალატს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, ამაზე დიდი ღალატი მართლა ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს