ევროკავშირის ლიდერები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ

ევროპული საბჭო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. „ევროპულმა საბჭომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. ის შეძრწუნებულია მშვიდობიან მოსახლეობაში უპრეცედენტო მსხვერპლით და დაუყოვნებელი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებს, რაც გამოიწვევს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტას, ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში, რომელიც ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო შეშფოთებულია ღაზაში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციით და მისი ზემოქმედებით მშვიდობიან მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და ცხადებს, რომ აუცილებელია სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ღაზას სექტორში და მთელს ტერიტორიაზე ყველა მარშრუტის საშუალებით.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას.

„ევროკავშირი მტკიცე ერთგული რჩება გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას ეფუძნება. პალესტინელებსა და ისრაელებს აქვთ თანაბარი უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას და მომავალი პალესტინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე