შალვა პაპუაშვილი - არა უშავს, თუ ქალბატონი სალომე საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ამას თავად გააკეთებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ცვლილების მიზანია, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო.

„რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ( ზურაბიშვილი) არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა საკითხებთან ერთად. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს, აქაც პირველი მოსმენით მიღებულია პროექტი და მეორე, მესამე მოსმენითაც მივიღებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი - ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება