საპროცედურო საკითხთა კომიტეტი - სადეპუტატო კითხვის გამოყენებისას ადგილი აქვს გაგზავნილი კითხვების უპასუხოდ დატოვების შემთხვევებს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაციით, დეპუტატების მხრიდან ერთ-ერთი საკონტროლო მექანიზმის - სადეპუტატო კითხვის გამოყენებისას ადგილი აქვს გაგზავნილი კითხვების უპასუხოდ დატოვების შემთხვევებს. ასევე იკვეთება პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის დარღვევა და არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემული პასუხების შემთხვევები.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მინისტრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს და სახელმწიფო დაწესებულებას.

კომიტეტმა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით გაგზავნილ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი შეისწავლა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში სულ 1 320 კითხვა გაიგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 855 წერილობით კითხვაზე (65%), ხოლო 465 წერილობით კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის, რაც კითხვების საერთო რაოდენობის 35%-ს წარმოადგენს.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი 10 დღეში წარუდგინოს. კომიტეტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით პასუხი გაცემულია 600 შემთხვევაში, ხოლო პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხი გაცემულია პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 255 შემთხვევაში.

გარდა ამისა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით, პასუხგაცემული 855 კითხვიდან 148 შემთხვევაში პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის