პარლამენტი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, ილია დარჩიაშვილს უსმენს

პარლამენტში ინტერპელაცია დაიწყო - დეპუტატების კითხვაზე პასუხის გასაცემად საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილია მიწვეული.

დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.

როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

პარლამენტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრისგან აინტერესებთ პასუხი კითხვაზე, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება.

ოპოზიციას ასევე აინტერესებს, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის ათასობით კილომეტრის გავლა არ მოუწიოს.

ილია დარჩიაშვილს საინტერპელაციო კითხვა ხატია დეკანოიძემ, რომან გოცირიძემ, თეონა აქუბარდიამ, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ გაუგზავნეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება