დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს დასასრული - როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი განაჩენი უნდა დადგეს, რაც ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიციის მუდმივ ქმედებებს დაასრულებს

მე მათგან არაფერი მიკვირს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს დასასრული - როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი განაჩენიც უნდა დადგეს, რაც დაასრულებს ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიციის მუდმივ ქმედებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ “ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის ინიცირებას საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

ხუნდაძის განმარტებით, რეზოლუციის იგნორირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ზიანი მიაყენეს ქვეყანას, ევროინტეგრაციის გზას და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სწორი, ჯანსაღი და დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკის მხარდაჭერას.

“სამწუხაროა, რომ ქართული ოპოზიცია ისევ აგრძელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას. ამისი დასტური იყო “ევრონესტშიც”. ისინი უკვე რეზოლუციებით აგრძელებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ერთი რეზოლუციით, სადაც თავად ჩაწერეს და თითქოს მხარი დაუჭირეს, რომ 2008 წლის ომი დაიწყო ქართულმა ჯარმა და ამით ოკუპანტი ახეირეს. ახლა მეორე რეზოლუციის იგნორირებით, ასევე, ზიანი მიაყენეს ქვეყანას, ევროინტეგრაციის გზას და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სწორი, ჯანსაღი და დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკის მხარდაჭერას. მე მათგან არაფერი მიკვირს, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს თავისი დასასრული, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი განაჩენიც უნდა დადგეს, რაც დაასრულებს ქვეყანაში ასეთი დესტრუქციული ოპოზიციის მუდმივ ქმედებას”, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილისგანცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის