მიხეილ ყაველაშვილი გიორგი ვაშაძეს - უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!

არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო- მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები. ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის“დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“, მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ყაველაშვილი, ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!