მამუკა მდინარაძე აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლაზე - ამ თემაზე საუბარს ვერ დაგიდასტურებთ - ჩვენ უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს და მშვიდობა, განვითარება უნდა იყოს შერიგების გზა - მერე რკინიგზაზეც ვისაუბრებთ

ამ თემაზე საუბარს ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსის დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რკინიგზაც გაიხსნას, მიმოსვლაც იყოს, ოღონდ ჯერ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არის მთავარი სირთულე, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორია ხელისუფლების პოზიცია აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სარკინიგზო მიმოსვლა აღსდგება.

მდინარაძე ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარს არ ადასტურებს.

„ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული ინტერესების დაცვის, ეკონომიკური წინსვლის, ევროინტეგრაციაზე ზრუნვის და ამ ევროპული ოჯახის წევრობის კვალდაკვალ, ერთად ზრუნვაა რთული და ამას ებრძვიან. ამის შემდეგ, ჩვენ რკინიგზა კი არა, ჩვენი მოქალაქეები უნდა შევარიგოთ, ჩვენ უნდა შევრიგდეთ, კი არ უნდა ვიბრძოლოთ, ომის მოწოდებებით კი არ უნდა შევიდეთ, რაღაცები ვაკეთოთ, ამ ჭრილობას მეორედ ჩვენი ქვეყანა - ვერც აფხაზები, ვერც ოსები და ვერც ქართველები ვეღარ გადავიტანთ. ჩვენ უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს და მშვიდობა, განვითარება უნდა იყოს შერიგების გზა. მერე რკინიგზაზეც ვისაუბრებთ, ჩვენს ტერიტორიებზე, იმ ხალხთან ერთად განვითარებაზეც ვილაპარაკებთ, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი და არა ის, რომ ვიღაცებმა შემოაგდონ კითხვები, პროვოკაციულად დაისვას, მერე ოჩამჩირეზე გადავიდნენ და ილაპარაკონ ოჩამჩირეში თითქოს, დღეს გაიგეს, რომ რუსები ოკუპაციას ახორციელებენ, მშენებლობებს აწარმოებენ, რომელიც 2011 წელს ისეთი ინტენსივობით მიდიოდა, რომ საერთოდ არ გაგვიგია არავის, ახლა ვიგებთ, რადგან მათი მედია გვიმალავდა. ახლა გააქტიურდა თემა, რაც 2011 წელს უნდა გაგვეგო, მთავარი სწორი ხაზია, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ, დავუბრუნდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა მდინარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი