დანიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს - დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება, 2-3 წლის შემდეგ “გაღვიძება" გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნისთვის

უკრაინას დღეს უნდა დავეხმაროთ, 2-3 წლის შემდეგ გვიანი იქნება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა კიევის უსაფრთხოების მე-16 ფორუმზე განაცხადა.

“რატომ ვარ დღეს აქ? რათა უკრაინის ხალხს ვესაუბრო და განვაცხადო, რომ იმდენ ხანს ვიქნებით აქ, რამდენიც საჭირო იქნება”, - განაცხადა პოულსენმა.

მან აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

“რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს. დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. დღეს საკვანძო ფაქტორია დროის ფაქტორი. 2-3 წლის შემდეგ “გაღვიძება” უკვე გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნისთვის…

რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად”, - განაცხადა პოულსენმა.

მან ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის მიერ თავდაცვაზე არასაკმარისი თანხების გამოყოფასა და ევროპული სამხედრო-თავდაცვითი კომპლექსის პრობლემებზე ისაუბრა, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების წარმოების პრობლემებზე და დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე