მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რასაც ხანძარი მოჰყვა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

მედიის ინფორმაციით, ხუთამდე პირმა საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 50 ეკიპაჟია გაგზავნილი.

“კროკუს სითი ჰოლის” პარტერში სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები შევარდნენ, მინიმუმ სამი, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. ნამდვილად არიან დაჭრილები… ამის შემდეგ ისროლეს ყუმბარა ან ბომბი, შედეგად ცეცხლი გაჩნდა…

ადამიანები, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ, ძირს დაწვნენ, რათა სროლას გადარჩენოდნენ, 15-20 წუთი იწვნენ, რის შემდეგაც ცოცვით დაიწყეს გასვლა. ბევრმა გასვლა შეძლო”, - წერს "რია ნოვოსტი" საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.

"საშინელი ტრაგედია მოხდა დღეს სავაჭრო ცენტრ Crocus City-ში. ვწუხვარ დაღუპულთა ახლობლების გამო“, - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, რომლის კომენტარსაც reuters-ი ავრცელებს.

სობიანინის თქმით, ინციდენტის დროს დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარება გაეწევათ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები მივიდნენ. რამდენიმე ადამიანი ისევ საკონცერტო დარბაზში რჩება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე