დიმიტრი მედვედევი მოსკოვში მომხდარზე - ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით - თუ დადგინდება, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ, მათთან და მათ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

თავის განცხადებაში მედვედევი კიევს ახსენებს და აცხადებს, რომ თუკი "კიევის ტერორისტების" კავშირი დადგინდება, უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი "იდეოლოგიური შთამაგონებლები" და ხელისუფლების ოფიციალური პირები.

“ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. არანაირი სასამართლოები და გამოძიებები არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალას არ დავუპირისპირებთ, ხოლო სიკვდილს - ტერორისტების მასობრივ მკვლელობებსა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს.

თუ დადგინდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტები [იყვნენ], მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, ყველა მათგანი უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ, როგორც ტერორისტები. მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომელთაც ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ”, - წერს მედვედევი.

მოსკოვის ცენტრში, "კროკუს სითი ჰოლში" ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა. "ეფესბე"-მ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა