თეთრი სახლის განცხადებით, ამ დროისთვის, არ არსებობს არანაირი მანიშნებელი,  მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" განვითარებულ მოვლენებთან უკრაინის კავშირზე

თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ "ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მანიშნებელი იმისა, რომ უკრაინა და უკრაინელები მონაწილეობდნენ" მოსკოვში "კროკუს სითი ჰოლში" განვითარებულ მოვლენებში.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

რუსეთმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობებით შედეგად დაღუპულია 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა