„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი.

„მინდა მივესალმო შეუპოვარ, შეუდრეკელ, მებრძოლ და დაუღალავ მეგრელებს, რომლებიც ოდითგანვე იდგნენ ისტორიის სწორ მხარეს, ბოლომდე იდგნენ საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ბოლომდე დგანან და იბრძვიან მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ არის დაღლის დრო, დღეს არ არის არსად წასვლის დრო, დღეს არის ერთიანობის, გამარჯვების დრო, რადგან საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. სალომე ზურაბიშვილმაც კარგად უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, საქართველოს არ ჰყოლია ირაკლი კობახიძის, მურუსიძის, ჩინჩალაძის და რუსული სასამართლოს გასასამართლებელი პრეზიდენტი. ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. საქართველოს გმირი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს ქართველ ხალხთან ერთად, რათა დაასრულოს ის რუსული მმართველობა, სიდუხჭირე, სიღატაკე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ყველას ოჯახში შეიტანა. ემიგრანტები, რომლებიც საქართველოდან გააქცია, დღეს ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან და საკუთარ შვილებს ვერ ხედავენ“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება