მამუკა მდინარაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები საზოგადოებას თავს მოახვიოს, ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში

საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს, ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მოამზადა.

მდინარაძის განმარტებით, მას არ ჰგონია, ოდესმე, საქართველოში ვინმემ კონსტიტუციური უმრავლესობის შეკრება შეძლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ცვლილება გააუქმოს.

„ჩვენი ოპოზიციის რისკი ეს არის, მათი ქმედების რისკი ეს არის, შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ჩვენ ამას კანონით დავაზღვევთ, თუმცა, კანონის ძალა შედარებით მსუბუქია. ოდესმე, 10-15 წლის შემდეგ, შეიძლება ფსევდოლიბერალური ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ თეორიულ დონეზე ყველაფერი უნდა დავუშვათ, რომელმაც შესაძლოა, ეს კანონები გააუქმოს, რადგან მარტივი გასაუქმებელი იქნება 76 ხმით, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ, ვერ გააუქმებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები გაცილებით მყარი გარანტიაა იმისა, რომ ვეღარასდროს შეძლოს ვერავინ ფსევდოლიბერალური პოზიციები, მისი მავნე შედგები ქართულ საზოგადოებას თავს მოახვიოს, ჩაერიოს ოჯახური ღირებულებების დისკრედიტაციაში, ეს მოახერხოს და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოახერხოს. ამიტომ, ამის ატანა კონსტიტუციურ დონეზე, მნიშვნელოვანი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს თემა, რომ გადავწყვიტეთ, კონსტიტუციური კანონი შეგვექმნა, მისი ინიცირება მოგვეხდინა და პროექტი შეგვექმნა.

[ოპოზიციას] ცოტა გაუჭირდება, არგუმენტების მოტანა, რატომ აუქმებენ იმას, რასაც მივიღებთ, მაგრამ ხმების რაოდენობის თვალსაზრისით, ამის გაუქმება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. არ მგონია, საქართველოში ოდესმე რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეკრას იმ თემაზე, რომ ამის საწინააღმდეგო კანონმდებლობა დააინიციროს. წარმოგიდგენიათ, აქ რაც წერია, ამის საწინააღმდეგო ინიციატივა რა შეიძლება იყოს? ამ ყველაფრის დაშვებამ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს, მის განვითარებას, მის იდენტობას, მის ტრადიციებს, მის ეროვნულ ინტერესებს, მომავალ თაობებს, განვითარებას და ა.შ.? შესაბამისად, არ მგონია, საქართველოში ოდესმე ვინმემ შეკრას კონსტიტუციური უმრავლესობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააუქმონ. ამიტომ, ჩვენ, ნებისმიერი გზით, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და კანონიერი გზით იმას უნდა მივაღწიოთ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ან ამ პარლამენტში, ან შემდეგ პარლამენტში იყოს მიღებული, მაგრამ მანამდე, ამ პარლამენტში კანონის დონეზე, რომელსაც 76 ხმა სჭირდება, შესაბამისი ნორმები იქნება მიღებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა