სოზარ სუბარი - როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით, არ იცის თავად ზურაბიშვილმა, მოიქცევა ისე, როგორ ბრძანებასაც მისცემენ - როგორც ჩანს, გათავისუფლებაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია

სალომე ზურაბიშვილმა თქვა “არა და არასდროს”, თუმცა გავიდა დრო და მის სიტყვებში ამ კატეგორიულობას ვერ ვხედავთ - როგორ მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი არ იცის თავად ზურაბიშვილმა და არ ვიცი არც მე. მოიქცევა ისე, როგორ ბრძანებასაც მისცემენ, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს აქცია-პერფორმანს გამართავენ, რომელსაც წალენჯიხიდან შეუერთდება მანქანების კოლონა და სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს მიუტანენ.

სუბარის თქმით, სააკაშვილი “მძიმე კრიმინალია” და “სამართლიანობის პროცესზე ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები გავლენას ვერ მოახდენს”.

“კარგად არ მახსოვს, მაგრამ გამოთქმაა - ისტორია პირველ ჯერზე ტრაგედიაა, მეორე ჯერზე - ფარსი. რა თქმა უნდა, ფარსია წალენჯიხიდან რომ დაიძრნენ ავტობუსებით. ეს არის თამაში, რომლითაც არ მგონია, ვინმეს ასიამოვნონ და თავი მოუქონონ. სააკაშვილი არის ძალიან მძიმე კრიმინალი. თავად რომ არ იცოდეს, რომ კრიმინალია და ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდა. გარწმუნებთ, როცა საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაიწყებდა არა მრავალწლიან განხილვებს, არამედ ძალიან სწრაფად ჩანიშნავდა სხდომას და გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებდა. ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა სტრასბურგში წასვლა ვერ გაბედა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მან და მისმა ადვოკატებმა კარგად იციან, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ის სასჯელს აბსოლუტურად სამართლიანად იხდის და კიდევ რამდენიმე საქმე განხილვაშია. სამართლიანობის პროცესზე ვერანაირი მიტინგები და მანიფესტაციები გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება იმას, როგორც მოიქცევა სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს იმას, რა ბრძანებასაც მიიღებს. როგორც ჩანს, გათავისუფლებაზე ბრძანება ჯერ არ მიუღია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო