დიმიტრი მედვედევი „კროკუსზე“ თავდასხმაში მონაწილე პირების ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირების ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის.

"საჭიროა მათი მოკვლა? აუცილებელია და ასეც იქნება. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩართული პირის მოკვლა. ყველასი - ვინ გადაიხადა, ვინ თანაუგრძნობდა, ვინ დაეხმარა", - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი პირი, რომელიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. მოსკოვის სასამართლომ ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე