გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, მაკა ალექსანდრიამ განაცხადა, ის უახლოესი მეგობრის და შეყვარებულის ღალატის მსხვერპლი გახდა.

„დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ასევე, სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი“, - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაული არ იყო გამიზნული იმისთვის, რომ სხვა ადამიანის სიცოცხლე დაზიანებულიყო.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ მორალური მხარე გაითვალისწინა.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები მიყენებული. დაზიანებები საკმაოდ მძიმე ხარისხის იყო. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორივე მხარეს შორის მოხდა დაპირისპირება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, 23 მარტს, ფონიჭალაში, 28 წლის ქალმა 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა