რამ გამოიწვია 26-28 აპრლს დაგეგმილი სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოფენა - Caucasus Build-ის მასშტაბური ზრდა?

26 აპრილს Caucasus Build-ი ყოველწლიური სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. წელს კომპანიების რაოდენობა, დაკავებული საგამოფენო ფართი (3000 კვადრატულამდე) და პროდუქციის მრავალფეროვნება ყველაზე დიდია რაც ამ გამოფენაზე ყოფილა.

ამ ეტაპზე უკვე რეგისტრირებულია 150 მონაწილე სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი კომპანია.

წელს ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობაც, უკვე დარეგისტრირებულია 50 მდე კომპანია , რაც ასევე 40% აღემატება წინა წლის მონაცემებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს ისე საცალო დამთვალიერებლისთვის 50% სულ ახალი კომპანიებია, რომლებიც წინა წლებში არ იღებდნენ მონაწილეობას, ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიდეს ყველა ვინც სამშენებლო სექტორში არის დასაქმებული ან მიმდინარე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები აქვს.

გამოფენა მე-11, მე-6 პავილიონში და გარე სივრცეში მოეწყობა სადაც წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.

მათ შორის იქნება:

სამშენებლო ტექნიკა და დანადგარები, სარემონტო და სამშენებლო მასალები, ელექტრო სისტემები, აუზების მწარმოებელი და სხვა

პარალელურად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სამშენებლო სექტორში სადაც დასწრება წინასწარი რეგისტრაციით იქნება შესაძლებელი. დეტალები ცოტა ხანში დაანონსდება.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის