გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თამარ კორძაიას განცხადება ემსახურება იმას, რომ როგორმე 5 ნომრის სიაში მოხვდეს

თუ პოლიტიკურად არ ხარ სააკაშვილის მხარდამჭერი და იცი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგია, სხვა რა საკითხი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას იმისთვის, რომ პატიმარი სააკაშვილი მოინახულოს? - ეს [თამარ კორძაიას] განცხადება ემსახურება მხოლოდ იმას, იქნებ როგორმე 5 ნომრის სიაში მოხვდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თამარ კორძაიას განცხადებას, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ.

მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილთან ვიზიტორების რაოდენობა იმიტომაა შეზღუდული, რომ პროვოკაციები არ მოხდეს.

“ჩვენ ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილი პოლიტიკურად არავისთვის საინტერესო აღარაა. ერთადერთი, უცხოურ ძალებს აინტერესებთ იმიტომ, რომ როგორც სააკაშვილმა შეუთვალა, თუ არ გამათავისუფლებთ, ავლაპარაკდები, მათ შორის აგვისტოს ომზეო. შიდა პოლიტიკურ ძალებს აღარ აინტერესებთ, რადგან ვნახეთ, რომ მისმა ყველა მხარდამჭერმა თუ ლიდერმა თავისი პარტია შექმნა. ის პოლიტიკურად, მათ შორის შიდა პოლიტიკაში, უინტერესო ფიგურა გახდა. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციაც აღიარებს, რომ უმჯობესდება. თუ პოლიტიკურად არ ხარ მისი მხარდამჭერი და იცი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაც კარგია, სხვა რა საკითხი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას იმისთვის, რომ პატიმარი სააკაშვილი მოინახულოს? მგონი, კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განცხადება უბრალოდ ემსახურება იმას, რომ სიაში სხვაგან ვეღარ ნახეს ადგილი და თქვეს, “მოდი, გავიხსენებ სააკაშვილს, იქნებ 5 ნომრის სიაში ჩამწეროს რამენაირად”.

ან პატიმრის ჯანმრთელობა უნდა გაინტერესებდეს, თუმცა ვხედავთ, რომ ყოველ დღე არის სააკაშვილი ტრიბუნით ხელში, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და აღიარებს, რომ კარგადაა; პოლიტიკურად მისი მხარდამჭერი არ ხარ - სხვა რა მიზანი უნდა გქონდეს, რომ “ვივამედში” მიხვიდე? ვნახეთ რისკები, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა, რომ პოლონელმა ექიმებმაც სცადეს, სააკაშვილი ნაწილ-ნაწილ გამოეტანათ იქიდან და წავიდნენ პროვოკაციაზე. ასეთი ტიპის პროვოკაციები რომ აღარ მოხდეს, ამიტომაა ვიზიტორთა რაოდენობა შეზღუდული. ოჯახის წევრებს ეს პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, ეს განცხადება ემსახურება მხოლოდ იმას, იქნებ როგორმე 5 ნომრის სიაში მოხვდეს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ ეძლევათ და რომ ამ საკითხზე მათ საჩივართან დაკავშირებით სხდომა თვეებია არ ჩანიშნულა, “აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიცია არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი”.

მისივე თქმით, ყველა ორგანო - უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტი და სასამართლო ჩართულია იმაში, რომ პარლამენტის წევრმა ვერ მოახერხოს, ვერ შევიდეს და ვერ მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ