რომან გოცირიძე - რატომ არ ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ

რატომ არ ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? იმიტომ, რომ რცხვენიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ საკონსტიტუციო ინიციატივის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი პირდაპირ რუსული კანონიდანაა გადაწერილი და არ არსებობს მსოფლიოში არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც მსგავსი კანონია შემოღებული”.

“მათმა [“ქართული ოცნების”] მცდელობამ კრახი განიცადა და კანონპროექტიც კი არ წარმოადგინეს. იციან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის და თემის შემოგდებისთვის სჭირდებათ. რატომ აინიცირებ საკონსტიტუციო ცვლილებას, თუ კონსტიტუციას ვერ ცვლი? საჭიროა 113 ხმა და 90-იც არ აქვთ. 23 ხმას როგორ აგროვებ? მათთვის ეს თემა არ არის მართლაც მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მოატყუონ და რუსული პროპაგანდის ხერხებით წინასაარჩევნოდ ალაპარაკონ არა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არსებობს - სიღატაკე, ფასების ზრდა, ემიგრაცია და საშინელი მდგომარეობა, არამედ მოგონილ და არარსებულ პრობლემებზე. ეს არის მორიგი რუსული კანონის პროპაგანდისტულად გამოყენების მცდელობა. არაფერი გამოუვიდათ, რადგან ხალხს ეს თემა არ აინტერესებს. არათუ ხალხს, “ქართულ ოცნებაშიც” კი იმდენად რცხვენიათ ამ საკითხზე საუბრის, რომ ერთადერთი მოლაპარაკე, ე.წ. სპიკერი მდინარაძეა, რომელიც თემაშიც ვერ გარკვეულა და ტერმინოლოგიის დონეზეც ვერ ფლობს საკითხს. სად არიან “ქართული ოცნების” ქალები, რატომ იმალებიან, რატომ არიან მდინარაძის ზურგს უკან ამოფარებულები? როგორც ერთ სიმღერაშია, “როცა მოგიხმობს პარტია” - მოუხმობს პარტია და ადამიანებს, ვისაც საფრანგეთში უცხოვრიათ, ან გავლით ყოფილა პარიზში და ახლა ჩუმადაა, აალაპარაკებს. მათ განცდებს და ღირსებას არავინ ანგარიშს არ გაუწევს. რატომ არ ლაპარაკობენ “ქართული ოცნების” ქალები და რატომაა ერთადერთი მოლაპარაკე თავი მდინარაძე? - იმიტომ, რომ რცხვენიათ”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო