ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როცა მასიურად რეიტინგები გაუარესდა რეგიონში

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როდესაც მასიურად რეიტინგების გაუარესება მოხდა რეგიონში, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკის ნდობის მიმართულებით.

„ინვესტორები ზუსტად ამ რეიტინგების მიხედვით ხელმძღვანელობენ თავიანთი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ზოგადად, ქვეყნის ობიექტური აღქმა დაკავშირებულია ამ რეიტინგებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როდესაც მასიურად რეიტინგების გაუარესება მოხდა რეგიონში, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო რეიტინგთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ საბოლოოდ იმას, რომ მივიღოთ ეს საინვესტიციო ხარისხი და უფრო გაიაფდეს ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებს და ეკონომიკურ ზრდას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის