BAG ინდექსი - კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება, კერძოდ, გამოკითხული ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები.

სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა შემსუბუქდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის ნაკლებობა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი 37 და 24 პროცენტული პუნქტებით გამწვავდა ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.

საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 85%-მა მარეგულირებელი გარემო დაასახელა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად. შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის პირველ კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც 6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მონაცემებს.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის