პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი დაიკითხება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში ჩვენებას, როგორც დაზარალებული მისცემს. აღნიშნული ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დაუდასტურა.

"აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებულია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში, თქვენ ეს მოისმინეთ, საჯარო იყო. დაზარალებული არის დასაკითხ პირთა სიაში, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია, ის ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს", - განაცხადა სადრაძემ.

მან, ასევე, ისაუბრა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერზეც, რომელიც ადვოკატისა და ბრალდებულის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩალიაშვილის საუბარს ასახავს. პროკურორის თქმით, აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად მათ ექსპერტიზა დანიშნეს.

"დადასტურებულია, კანონით გათვალისწინებული სტანდარტით, რომ ეს დანაშაული ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა, იმ მტკიცებულებით, რომელიც უამრავია და ზედმეტად მაღალი ხარისხით ადასტურებს.

ჩანაწერის ავთენტურობა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. ბუნებრივია, ამას სხვა უწყება ატარებს და კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით. დაცვის მხარე თუ არ თვლის, რომ მის ავთენტურობაზე კითხვები არსებობს, მაშინ რატომ დანიშნა თავად ექსპერტიზა. ასევე, დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მისი შინაარსი პირიქით, ბრალდების ყველა კომპონენტის გამამყარებელია აბსოლუტურად ყველა გარემოებასთან მიმართებაში. ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის