მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას,  ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით, მისი შემთხვევა, მგონი, მსოფლიოში უპრეცედენტო იყო

სააკაშვილის ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას. გამოდის ტელევიზორში, სასამართლო უფლებას აძლევს, წარმოგიდგენიათ, სად ვიყავით და სად ვართ? ადამიანი სასამართლო პროცეს ესწრება როგორც მსჯავრდებული, ბრალდებული, გამოდის ჩართვებით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. დღეში ლამის 10 კაცი დადის, „ნაცმოძრაობის“ ოფისივით აქვს გახსნილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ ეძლევათ, მათი საჩივრის განხილვა კი თვეების განმავლობაში არ ხდება, რაც კორძაიას შეფასებით აჩვენებს, რომ სააკაშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.

მამუკა მდინარაძის თქმით, მსჯავრდებულთან პოლიტიკოსის შეშვება ან არ შეშვება პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა.

„ეს ადამიანი ახლა რას აკეთებს, რა სტატუსი აქვს, პატიმრობაშია ხომ? სანატორიუმი ჰქონდა გახსნილი იქ, ფაქტობრივად და ახლაც არ აკლია ბევრი სანატორიუმამდე. იმასაც კი გვსაყვედურობენ, გიორგი გახარიას რადიკალობა და ჩვენი ხმების წართმევა რომ მოუნდება, გადაიყვანეთ ციხეშიო იძახის. ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა. პოლიტიკოსები კი არა, დღეში 3-4 ვიზიტორი რომ ჰყავდა, მგონი, მსოფლიოში უპრეცედენტო იყო ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით მისი შემთხვევა, ამიტომ, ცოტა აღვიქვათ, რომ ის პატიმარია. მისი ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას. გამოდის ტელევიზორში, სასამართლო უფლებას აძლევს, თქვენ წარმოგიდგენიათ სად ვიყავით და სად ვართ? მსჯავრდებული, ბრალდებული ადამიანი სასამართლო პროცეს ესწრება როგორც ბრალდებული, გამოდის ჩართვებით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ეს პოლიტიკური განცხადებები მერე თქვენს მიერ ნიუსდება და არის ერთი ამბავი. დღეში ლამის 10 კაცი დადის, მიდი-მოდიან და „ნაცმოძრაობის“ ოფისივით აქვს იქ გახსნილი. დაიხურა ოფისი? ტვ „პირველმა“ აღარ აქვს ოფისი, დაიხურაო, დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა პოლიტიკოსის შეშვება ან არ შეშვება. სამართლებრივ ტერმინთან დაკავშირებით თუ გაქვთ წვდომა ინფორმაციაზე? დისკრეცია რას ნიშნავს? - ანუ, არ არის ეს ვალდებულება. როცა არის უფლება და თქვენ ვალდებულების კონტექსტში განიხილავთ და ამბობთ, რომ ამიტომ არღვევს, ეს არის ტყუილი არგუმენტი. სააკაშვილის გულისთვის ხაზარაძის ტელევიზია ნუ მოიტყუება, თორემ კიდევ ერთი მხილება იქნება და არ გინდათ ამ თემაში შესვლა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ