კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ განცხადებას კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კოლუმბიამ არგენტინელი დიპლომატები მას შემდეგ გააძევა, რაც არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ CNN-თან ინტერვიუში კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ტერორისტი“, „მკვლელი“ და „კომუნისტი“ უწოდა.

„არგენტინის პრეზიდენტის კომენტარებმა ჩვენი ერის ნდობა შეარყია, ასევე, პრეზიდენტი პეტროს ღირსება შეურაცხყო, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, იანვარში, მილეის მიერ გაკეთებული მსგავსი კომენტარების გამო კოლუმბიამ არგენტინიდან თავისი ელჩი გაიწვია.

გუსტავო პეტრო კოლუმბიის პირველი მემარცხენე პრეზიდენტია, რომელიც წარსულში პარტიზანული „19 აპრილის მოძრაობის“ წევრი იყო.