სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - ამ ხალხს ევროკავშირის საბოტაჟი უნდა - ვინ არ გაუცრუა იმედი პაპუაშვილს? - ეტყობა, ვლადიმერ პუტინმა

შალვა პაპუაშვილს შეიძლება გაუცრუა იმედები ევროკავშირის ელჩმა, მაგრამ ევროკავშირმა არ გაუცრუა იმედი ქართველ ხალხს - ვინ არ გაუცრუა იმედი პაპუაშვილს? - ეტყობა, ვლადიმერ პუტინმა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა“.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი თავად მუშაობდა დასავლეთის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმირებას ისახავდა მიზნად, თუმცა ახლა ხელისუფლების პოზიცია შეიცვალა, რადგან ის „კედელთანაა მიმწყვდეული“ და მისი რეალური განზრახვები გამოაშკარავდა.

„ჩვენ მართლმსაჯულებას სისტემური პრობლემა აქვს და ამას გვეუბნება ჩვენ ევროკავშირიც და აშშ-ც მრავალი წელია და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ამ სისტემის რეფორმირებაში. პაპუაშვილმა ეს უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ თავად მუშაობდა პროექტში, რომელიც სწორედ მსგავსი რეფორმების გასატარებლად ხორციელდებოდა, ოღონდ მაშინ არ მიაჩნდა, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იყო. ახლა შეიცვალა ის, რომ „ქართული ოცნება“ არის მიმწყვდეული კედელთან. გამოაშკარავდა რეალურად ის, რომ ამ ხელისუფლებამ რამე კი არ გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, არამედ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ამ ხელისუფლებისა.

დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესიც გადაიდო. უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდნენ, როდესაც რუსული კანონი მიიღეს და ამით კლავდნენ იქვე შესაძლებლობას კანდიდატის სტატუსის მიღების“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანი შესაძლოა ევროკავშირის საბოტაჟი იყოს.

„რეალურად ამ ხალხს ევროკავშირის საბოტაჟი უნდა. რომ მოაწყონ, ოღონდ ისე, რომ თვითონ ნაკლებად დაზიანდნენ და რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, შესაძლოა მსგავს რაღაცას ჰქონდეს ადგილი. მაგრამ უფრო ის მგონია, რომ ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ პრობლემებიდან, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება